logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: რუსული თვითმფრინავი Су-34 ჩამოვაგდეთ

27 თებ 202414:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/27/a8laa4v56innxj8.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი Су-34 ჩამოაგდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.

"დღეს დილით აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი Су-34 ჩამოაგდეს", - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

მანამდე, 23 თებერვალს უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი, A-50 ჩამოაგდეს. 17 თებერვალს კი უკრაინის საჰაერო ძალებმა სამი რუსული თვითმფრინავი, ორი Су-34 და ერთი Су-35 ჩამოაგდეს.


close დახურვა