logo
ENG



SD: 2023-ში, პაპუაშვილის ვიზიტი ანგოლაში ₾19000 დაჯდა, ჯამში დეპუტატების მივლინებები 2 მლნ

29 თებ 202410:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/29/jixa6ha7wv2hevi.png
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა, 2023 წელს პარლამენტის დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ ჯამში 1 849 239 ლარი დაჯდა, ხოლო ქვეყნის შიგნით 90 510 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დეპუტატების მივლინებებში დახარჯული ჯამური თანხა (1 939 749 ლარი) 2022 წლის ანალოგიურ მონაცემებს 194,077 ლარით აღემატება.

"ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ყველაზე ძვირიანი მივლინება საზღვარგარეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის, რომელიც დოკუმენტის მიხედვით ანგოლაში იმყოფებოდა და ჯამში 18 973 დახარჯა. Სავარაუდოდ, ანგოლაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ სალომე ქურასბედიანიც და ნიკოლოზ სამხარაძეც, რომელთა მივლინებები 16 744 ლარი და 17 100 ლარი დაჯდა. Ნიკოლოზ სამხარაძე კიდევ ერთი ძვირადღირებული მივლინებების ავტორია, რომელიც ჩილესა და ურუგვაიში შედგა და ჯამში 14 774 ლარი დაჯდა", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

2023 წელს ჯამურად ყველაზე ძვირიანი მივლინებები ქვეყნის გარეთ ჰქონდათ: Ნიკოლოზ სამხარაძე - 24 მივლინება - 152,994 ლარი; Მაკა ბოჭორიშვილი - 29 მივლინება - 143,476 ლარი; გივი მიქანაძე - 20 მივლინება - 95,520 ლარი.


close დახურვა