logo
ENG



რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ორმა მილიარდერმა ბიზნესმენმა თქვა

29 თებ 202415:09
3 წუთის საკითხავი
clock 463
2024/02/29/mm5wemduggkfe0p.jpg

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ორმა მილიარდერმა, IT კომპანიების Veeam Software და Object First დამფუძნებლებმა, ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა თქვეს. 

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ორივე მათგანი 2017 წლიდან 2021 წლამდე რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში იყვნენ. გამოცემის ცნობით, ბიზნესმენებმა რუსეთი დიდი ხნის წინ დატოვეს. ბარანოვი ამჟამად შვეიცარიაში, ხოლო ტიმაშევი აშშ-ში ცხოვრობს. 

ბარონოვმა  LinkedIn-ზე დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა უდანაშაულო ადამიანები შეიწირა. მისივე თქმით, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მილიონობით დოლარი შესწირა და ამას ისევ გააგრძელებს.


close დახურვა