logo
ENG



"ინტიმური მასალა ქალის ოჯახის წევრს გაუგზავნა " - დაკავებულია 63 წლის კაცი

01 მარ 202411:22
3 წუთის საკითხავი
clock 3309
2024/03/01/5g2l21fs5ye7fdo.jpg

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი 63 წლის კაცია.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1960 წელს დაბადებული კაცი ქალთან სქესობრივ კავშირს იღებდა. მას შემდეგ კი რაც დაზარალებულმა აღარ მოინდობა ურთიერთობის გაგრძელება, ბრალდებულმა ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა.

საგამოძიებოს განცხადებით, გაჩხრიკეს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე, ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკაც, რა დროსაც დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა ამოიღეს, ხოლო კაცი დააკავეს.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, უწყების ცნობით, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.

"ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა.

ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს", - ნათქვამია განცხადებაში.

ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

close დახურვა