logo
ENG



ფინეთი: საჭიროების შემთხვევაში, უკრაინამ რუსეთში სამხედრო ობიექტებზე იერიში უნდა მიიტანოს

01 მარ 202413:45
3 წუთის საკითხავი
clock 325
2024/03/01/2t23jmhplxi2nsg.jpg

ფინეთში აცხადებენ, რომ უკრაინას შეუძლია მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, მის ქვეყანას არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია იმასთან დაკავშირებით, რა შეუძლია უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღით. ჰაკანენმა დაამატა, რომ შეზღუდვები დაწესებულია ძირითადად იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც კიევს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს აწვდიან.

"საჭიროების შემთხვევაში, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე იერიშიც უნდა მიიტანოს. ეს საკმაოდ კანონიერი თავდაცვითი ბრძოლაა, რომელსაც უკრაინა აწარმოებს. გაეროს ქარტია უშვებს სამხედრო ობიექტებზე იერიშს სახმელეთო საზღვრებიდან", - განაცხადა იუკა კოპრამ, ფინეთის პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფინეთის განცხადება განსხვავდება სხვა ევროპელი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის მოსაზრებისგან. კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის Taurus-ის შორი მანძილის რაკეტები მიეწოდება იმ არგუმენტით, რომ უკრაინამ შესაძლოა ის რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენოს.


close დახურვა