logo
ENG



კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

01 მარ 202414:42
3 წუთის საკითხავი
clock 887
2024/03/01/e9zlew376v7sc5j.jpg

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა. 

ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს რევაზ ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია დაიკავებს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. 

ჯანდაცვის ახალ მინისტრს ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს.


close დახურვა