logo
ENG



ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს

01 მარ 202420:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/upg80tkx3npugx5.jpg

1-ელი მარტიდან ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს.

ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან რუსული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი აიკრძალა, დღეიდან კი ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა ძალაში შედის.

რუსული ნავთობის იმპორტზე აკრძალვის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ ომი გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დებატები ბულგარეთის პარლამენტში ჯერ კიდევ 2023 წელს მიმდინარეობდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა