logo
ENG



წალენჯიხაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია

01 მარ 202423:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/7r1nx4du1ci4d7m.jpg

წალენჯიხაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

"წალენჯიხა. მიქავა/ლეჯოლოხეს უბანი. ამ წუთებში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს და ეკალ-ბარდებს უკიდია. ცეცხლი იყო ლეღვინჯილეში, სადაც მისი ჩაქრობა მოხდა. წალენჯიხის სახანძრო სამსახური ცეცხლის ლოკალიზება ცდილობს", - წერს ბელქანია სოციალურ ქსელში.


close დახურვა