logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტი შემოიტანეს - ფორმულას ცნობით, დააკავეს 3 პირი

02 მარ 202419:08
3 წუთის საკითხავი
clock 435
2024/03/02/g96dlasx2yb0a6d.jpg

ფორმულას ინფორმაციით, ფინანსურმა პოლიციამ ზუგდიდის პოლიციასთან ერთად სოფელ ნოჯიხევში ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა. 

არსებული ცნობით, დაკავებულებმა დაახლოებით 35 შეკვრა კონტრაბანდული სიგარეტი ჯერ ზღვით ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყულევში, შემდეგ კი სოფელ თორსაში შეიტანეს.    

როგორც ცნობილია, დაკავებულები ამ დროისთვის თბილისში არიან გადაყვანილები, მათგან ორი მსგავსი დანაშაულისთვის წარსულშიცაა ნასამართლევი.


close დახურვა