logo
ENG



ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის საქმეზე ორი პირი ამხილეს

27 დეკ 202211:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/h7xifkqvwxv5gs7.jpg

ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის საქმეზე ორი პირი ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.

"ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.


close დახურვა