logo
ENG



ოდესაში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

03 მარ 202400:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/02/bywn3syll2t2fk2.png

ოდესაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

კლიმენკოს თქმით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - დედა და 4 თვით ბავშვი, ასევე ახალგაზრდა ქალი. ამ დროისთვის თავდასხმას ჯამში 2 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.


close დახურვა