logo
ENG



რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ ქალაქ ყაზანზე დრონებით იერიში მიიტანა

21 დეკ 202412:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/21/1fix41daadhs0e4.jpg

რუსეთის განცხადებით, 21 დეკემბერს, გამთენიისას ქალაქ ყაზანში უკრაინული დრონები საცხოვრებელ სახლებს შეეჯახა. დრონების თავდასხმაზე უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.

თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ქალაქში რვა უკრაინული დრონი დააფიქსირეს. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.

დრონები ძირითადად ორი საცხოვრებელი კომპლექსის შენობებს შეეჯახა.

37-სართულიანი "ცისფერი ცის" საცხოვრებელ კომპლექსს ერთმანეთის მიყოლებით ორი დრონი შეეჯახა.

კიდევ ერთი დრონი კომპლექს "მანჰეტენის" კორპუსს შეეჯახა.

ყაზანის, იჟევსკის და სარატოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. იკეტება სავაჭრო ცენტრები, ზოგიერთ სკოლასა და სასწავლებლებში ევაკუაცია გამოცხადდა. ამასთან, შაბათ-კვირას დაგეგმილი მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონებით ყაზანში სხვადასხვა მიმართულებიდან, სამი ტალღით შევიდნენ. სამინისტროს მტკიცებით, სამი დრონი გაანადგურეს, კიდევ სამი ჩამოაგდეს.


close დახურვა