logo
ENG



ენმ-მ სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხარჩილავა დაამტკიცა

03 მარ 202420:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/03/yplnw0c0sdlf7v6.jpg

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ხარჩილავას კანდიდატურა დაამტკიცა.

მისი მოადგილეები თემურ ჯანაშია და ლევან კონჯარია იქნებიან.

"მინდა, სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ხარჩილავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. თქვენი მხარდაჭერისა და დამტკიცების შემდეგ, წარმოგიდგინეთ მოადგილეებს, ესენი იქნებიან თემურ ჯანაშია და ლევან კონჯარია.

ასევე, მაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ რეგიონალური საბჭოს სხვა წევრები. აბსოლუტური უმრავლესობა ესწრება, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთი, ვინც დღეს ჩვენთან არ არის, რადგან უცხოეთში იმყოფება, ზოგიერთი ახალგაზრდა ჯერ კიდევ განათლებას იღებს და სემესტრის ბოლოს აუცილებლად დაგვიბრუნდება, ესენი არიან: არჩილ ხულორდავა, ანა ქავთარაძე, ზურაბ კაკულია, კახა ცანავა, გიგლა კუჭუხიძე, ბადრი ქარდავა, ირაკლი ნაჭყებია, ლაშა ზარქუა, რამინ გოგოხია, ნუკრი ძიძიგური, ლევან ქვარცხავა, მირანდა მირცხულავა, ქეთინო კუჭავა, დავით საჯაია, ირაკლი სორდია, კახა ყუფუნია, გელა კაკულია, ლევან ხარებავა, ზვიად ჯგერენაია, ივიკო შენგელია, ედიშერ შუკვანი, ჯიმშერ ქალდანი, ვიტალი ყორშია, რომეო ღვინთარია, გიორგი წულაია, ბაჩო ძანძავა და მერაბ ალანია",  - თქვა პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.


close დახურვა