logo
ENG



მგზავრებს შორის დაპირისპირების გამო მემინგენი-ქუთაისის რეისს რუმინეთში დაშვება მოუწია

05 მარ 202400:38
3 წუთის საკითხავი
clock 9450
2024/03/05/dsukpa96xxm7eih.jpg

ავიაკომპანია ვიზეარის მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.

ნეტგაზეთის ცნობით, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოცემა ინფორმაციას ერთ-ერთ მგზავრზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო, თვითმფრინავი სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.

ფორმულა ინფორმაციის გადამოწმებას კომპანია ვიზეართან ცდილობს.

რადარზე ჩანს, რომ თვითმფრინავი კლუჟ ნაპოკადან ქუთაისისკენ უკვე გამოფრინდა, თუმცა უცნობია, არიან თუ არა ბორტზე მგზავრები, რომელთა შორისაც დაპირისპირება მოხდა.


close დახურვა