logo
ENG



თურნავა: ვიზეარი მარტის ბოლოდან ბრუნდება, ის 20 მიმართულებით იფრენს

04 მარ 202112:09
3 წუთის საკითხავი
clock 9653
თურნავა: ვიზეარი მარტის ბოლოდან ბრუნდება, ის 20 მიმართულებით იფრენს

ეკონიმიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა, ვიზეარი 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას შეასრულებს. თურნავას არ დაუკონკრეტებია, რომელი მიმართულებით აღადგენს მიმოსვლას ავიაკომპანია.

"ვიზეარი მარტის ბოლოდან ანახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა", - თქვა თურნავამ.

მისივე განცხადებით, ასევე მარტის ბოლოდან ვიზეარი აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს.

"მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზეარ აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით", - განაცხადა მინისტრმა.

საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა პირველ თებერვალს მოიხსნა. 


close დახურვა