logo
ENG



რატომ გადადო "ოცნებამ" ამნისტიის კანონის განხილვა?

05 მარ 202420:18
3 წუთის საკითხავი
 

გადადო თუ არა ოცნებამ ამნისტიის განხილვა სააკაშვილის ფაქტორის გამო - პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი მესამე პრეზიდენტსაც შეუმცირდება. ამნისტიის ინიციატივა იაგო ხვიჩიამ მოამზადა, მხარდამჭერებს შორის კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიაა. მასშტაბური აქტი თითქმის ყველა პატიმარს შეეხება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. პროექტის გადადების გამო ოცნებისგან პასუხს ითხოვენ. პარლამენტში კონკრეტული საქმეც გაიხსენეს, გიგი უგულავას პოლიტიკური დევნისას დაკავებული საჯარო მოხელეები, რომლებიც თავად უგულავას შეწყალების შემდეგ ციხეში რჩებიან. საქმეზე სტრასბურგის ვერდიქტიც არსებობს - დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსწორების 2 გზა არსებობს - ამნისტია და შეწყალება.

 


close დახურვა