პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა, პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული ელოდება.
"საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
კანონის მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა, პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული ელოდება.
ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე", - ნათქვამია განცხადებაში.
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამნისტიის მიღების ერთ-ერთი მიზეზი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.