logo
ENG



ლაიენი: რეკომენდაციას გავცემთ, ბოსნია ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება დაიწყოს

12 მარ 202414:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/12/bvob1wcy7vdlu2c.jpg

ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლაიენის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანამ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა.

"რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებსა და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, რომ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. ერთ წელიწადში ქვეყანამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე 10 წელიწადში.

ახლა ბოსნია და ჰერცეგოვინა სრულად შეესაბამება ევროკავშირის აგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური არეულობის დროს. ამასთან, ქვეყანა მნიშვნელოვან კანონებს იღებს", - ამბობს ლაიენი.


close დახურვა