logo
ENG



ორბანმა პუტინს ტელეფონში უთხრა, რომ "ლომის" დამხმარე "თაგვი" იქნებოდა

07 აპრ 202616:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/07/5vc7t4536q3bs09.jpg

გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერის ტრანსკრიპტი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო კომუნიკაციას ასახავს.


გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 17 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, მათ შორის, უკრაინაში ომის მოგვარებაში ხელშეწყობისთვის ბუდაპეშტში სამიტის მასპინძლობა შესთავაზა. ეს იმ ფონზე, როცა პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერია გაცემული. ორბანმა პუტინს საუბარში უთხრა, რომ რუსი "ლომის" დამხმარე "თაგვი" იქნებოდა.

„გუშინ ჩვენი მეგობრობა ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, რომ ნებისმიერ საკითხში შემიძლია დახმარება. ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია სასარგებლო ვიყო, თქვენს სამსახურში ვარ. ჩვენს უნგრულ საბავშვო წიგნებში არის ამბავი, სადაც თაგვი ლომს ეხმარება“, - უთხრა ორბანმა პუტინს Bloomberg-ის თანახმად.

პუტინმა ორბანს უკრაინაში ომთან დაკავშირებით მისი „დამოუკიდებელი და მოქნილი“ პოზიციებიც დაუფასა. 


Bloomberg-ისვე ცნობით, საუბარი ორბანმა რუსულ ენაზე დამშვიდობებით დაასრულა.


close დახურვა