logo
ENG



საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

12 მარ 202416:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/12/9we5ef80gshm8kk.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

თავდაპირველად, მაკრონი უკრაინაში გამგზავრებას თებერვალში აპირებდა, შემდეგ მარტის შუა რიცხვებისთვის გადადო, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ვიზიტი რამდენიმე კვირაში შედგება.

27 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

მოგვიანებით, მაკრონის განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და თქვა, რომ ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.


close დახურვა