logo
ENG



გელათი შველას ითხოვს

12 მარ 202420:21
3 წუთის საკითხავი
 

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული დაზიანებების შესწავლას უცხოელი ექსპერტები იწყებენ. საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ სიღრმისეულ დაკვირვებას ერთი წელი დასჭირდება. ტაძრებში უკვე მესამედ ჩასული წყალი ქართველ სპეციალისტებს არწმუნებს, რომ საფრთხე მიმდინარეა და დროებითი გადახურვა ძეგლს ვერ იცავს. უცნობია, როდის ექნებათ ექსპერტებს პირველადი დასკვნა. რეაბილიტაციის პროცესში არსებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. ცნობისთვის, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურას მიმართა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

 


close დახურვა