სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედების მუხლით დააკავეს კაცი აჭარაში. საქმეს მძიმე შინაარსი აქვს. ლაპარაკია ბიძის მხრიდან ცოლის არასრულწლოვან დისშვილზე ძალადობაზე, გარყვნილ ქმედებაზე. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს გარემოება, რომელსაც ასევე თავად ბავშვი ჰყვება - არასრულწლოვანზე კაცის ცოლის ანუ დეიდის ფიზიკური ანგარიშსწორება. ამ ყველაფერზე პოლიციამ თავად ბავშვისგან შეიტყო. საქართველოში დაბრუნდა გოგონას უცხოეთში მცხოვრები მშობელი.
სავარაუდო სექსუალური ძალადობა 15 წლის გოგოს მიმართ
13 მარ 202420:25
3 წუთის საკითხავი