რუსეთში ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოში დამატებითი ავიარეისების განსახორციელებლად წინასწარი ნებართვა მისცეს.
Red Wings სურს, შემდეგი მიმართულებები დაამატოს: ირკუტსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, გროზნო-თბილისი, ნოვოსიბირსკი-ბათუმი, გროზნო-ბათუმი, ნოვოსიბირსკი-ქუთაისი.
თითოეულ მიმართულებაზე კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა გაიცა. რეისების შესასრულებლად ავიაკომპანიას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა სჭირდება.
ამჟამად Red Wings დაფრინავს ბათუმში მოსკოვიდან; ქუთაისში მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან; თბილისში სანქტ-პეტერბურგიდან, სამარიდან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან.