logo
ENG



Reuters: რუსეთმა სავარაუდოდ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავზე GPS ჩაახშო

15 მარ 202401:17
3 წუთის საკითხავი
clock 370
2024/03/15/m02yxjd70iuzyds.jpg

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ რუსეთმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავზე სატელიტური სიგნალი ჩაახშო, როდესაც გრანტ შაპსი პოლონეთიდან ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ამის შესახებ გამოცემას მთავრობაში წყარომ და მინისტრთან ერთად მოგზაურობისას მყოფმა ჟურნალისტებმა განუცხადეს.

წყაროს თანახმად, GPS-ის სიგნალის შეფერხება დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა, როდესაც თვითმფრინავი ბალტიისპირეთში რუსეთის ექსკლავა კალინინგრადთან ახლოს მიფრინავდა.

მათი თქმით, მობილური ტელეფონები ინტერნეტს ვერ უკავშირდებოდა, თვითმფრინავი კი იძულებული გახდა, თავისი ადგილსამყოფელის დასადგენად ალტერნატიული მეთოდები გამოეყენებინა.

პრემიერმინისტრ რიში სუნაკის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა, თუმცა დაამატა, რომ "უჩვეულო არაფერი ყოფილა".

"პოლონეთიდან უკან მგზავრობის დროს თვითმფრინავი, რომელზეც თავდაცვის მინისტრი და მისი დელეგაცია იმყოფებოდნენ, GPS-ის მუშაობის პრობლემას წააწყდა, როდესაც ისინი კალინინგრადთან ახლოს იყვნენ. ამას არ შეუქმნია საფრთხე თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის და არ არის უჩვეულო, როდესაც თვითმფრინავს აქვს GPS შეფერხება კალინინგრადის მახლობლად, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ტერიტორიაა", - განაცხადა პრესსპიკერმა.


close დახურვა