logo
ENG



ევროკომისიამ ევროპულ კომპანიებს საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად 500 მლნ ევრო გამოუყო

15 მარ 202418:47
3 წუთის საკითხავი
clock 247
2024/03/15/4esmrc2u0w4m62u.jpg

ევროკომისიამ ევროპულ კომპანიებს საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად 500 მლნ ევრო გამოუყო.

"დღეს ევროკომისიამ გამოყო 500 მილიონი ევრო საბრძოლო მასალის მხარდაჭერის აქტის ფარგლებში. ეს საშუალებას მისცემს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოების მოცულობა 2025 წლის ბოლომდე.

ევროკომისიამ შეარჩია 31 პროექტი, რათა დაეხმაროს ევროპულ მრეწველობას საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდასა და გაუმჯობესებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ევროკავშირისა და ნორვეგიის ბიუჯეტიდან 513 მილიონი ევრო გამოიყოფა.


close დახურვა