logo
ENG



რუსეთის ცესკოს მონაცემებით, პუტინმა 87.28% აიღო - ხმების 100% დათვლილია

18 მარ 202417:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/18/klh2plmse2rdraj.png

რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცედურა დასრულდა.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს.

ტექნიკური კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა: მე-2 ადგილი დაიკავა რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ნიკოლაი ხარიტონოვმა 4.31%-ით. მე-3 ადგილზე გავიდა პარტია ახალი ხალხის კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი - 3.85%-ით, მე-4 ადგილი კი ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ - 3.2%.

ცესკოს ინფორმაციით, პუტინს ხმა 76 მილიონმა მოქალაქემ მისცა. ეს მათი მტკიცებით, რუსეთის არსებობის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია. კომისიაში ამბობენ, რომ 2018 წელს პუტინს ხმა 56.4 მილიონმა ადამიანმა მისცა.

 


close დახურვა