logo
ENG



ტრამპის თქმით, პუტინი "შესაძლოა" ჩართული იყოს ნავალნის სიკვდილის საქმეში

19 მარ 202409:17
3 წუთის საკითხავი
clock 300
2024/03/19/i7osr20vg14tjeq.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი "შესაძლოა" ჩართული იყოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილში.

"არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა, შეიძლება ვთქვა, რომ არ ვიცი", - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ნავალნის სიკვდილში პუტინის პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე დაამატა, რომ ნავალნი ახალგაზრდა იყო, ამიტომ "რაღაც უჩვეულო" მოხდა.

"ახალგაზრდა კაცი იყო, ამიტომ სტატისტიკურად დიდხანს უნდა ეცოცხლა, ასე რომ რაღაც უჩვეულო მოხდა", - თქვა მან.


close დახურვა