logo
ENG



ტრამპმა ნიუ-იორკში თაღლითობის საქმეზე $175 მილიონის ოდენობის გირაო შეიტანა

02 აპრ 202409:30
3 წუთის საკითხავი
clock 247
2024/04/02/ef23kxr0cdlcski.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში თაღლითობის საქმეზე გირაოს სახით $175 მილიონი გადაიხადა. ამით მან თავიდან აიცილა აქტივების ჩამორთმევა, რაც შეიძლებოდა იმ შემთხვევაში მომხდარიყო, თუ საჭირო თანხას არ შეიტანდა.

მანამდე ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპისთვის გირაოს სახით $464 მილიონი დაადგინა, თუმცა აპელაციის შედეგად თანხის ოდენობა შეამცირეს.

თებერვალში სასამართლომ ტრამპი განზრახ ფინანსურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ყოფილი პრეზიდენტი ათი წლის განმავლობაში თავისი ქონების ფასს მაღლა წევდა, რათა ბანკები შეცდომაში შეეყვანა და კრედიტზე საუკეთესო პირობები მიეღო.

ტრამპი, რომელიც რესპუბლიკელების სახელით კვლავ გეგმავს არჩევნებზე კენჭისყრას, მიიჩნევს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მათ პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს. ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა წაგების შემთხვევაში მას სრულად $464 მილიონის გადახდა მოუწევს.

ამავდროულად, ტრამპს 91 მილიონი დოლარის გირაო უნდა გადაეხადა სხვა საქმის ფარგლებში, სადაც იგი ჯინ კეროლის მიმართ ცილისწამებაში დამნაშავედ ცნეს.

Forbes-ის თანახმად, ტრამპის ქონება $5,7 მილიარდს შეადგენს - ის მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტმა თავისი სოციალური ქსელის Truth Social-ის აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა. თუმცა ტრამპი აცხადებდა, რომ მისთვის ხელმისაწვდომი ფულადი თანხა 400-500 მილიონი დოლარი იყო.

ნიო-იორკის სამოქალაქო დავა თაღლითობის საქმეზე ერთ-ერთია ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. 15 აპრილს მანჰეტენზე დაგეგმილია მისი ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის პირველი მოსმენა: 2016 წლის არჩევნებისთვის პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელისისთვის ფულის გადახდის საქმე.

სტორმის დენიელსის საქმის საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპმა მისი ადვოკატის დახმარებით დენიელსს 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა მასთან სექსუალური კავშირის შესახებ არაფერი ეთქვა. თვითონ გადახდა უკანონო არ ყოფილა, მაგრამ პროკურორები ამბობენ, რომ ის გაფორმებული იყო, როგორც ადვოკატის ხელფასი იურიდიული სამსახურისთვის, რაც შტატში ანგარიშვალდებულების გაყალბებად მიიჩნევა და სისხლის სამართლებრივად ისჯება.

ადვოკატ მაიკლ კოენს აღნიშნულ საქმეზე 2018 წელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ტრამპს, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ოფიციალური ბრალი არ წაუყენეს.

გარდა ამისა ტრამპს სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმის პროცესი მაისშია ჩანიშნული, ხოლო ჯორჯიის შტატის ხელისუფლება ამ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე განხილვის დაწყებას აგვისტოში მოითხოვს.

კიდე ერთი პროცესი არჩევნების შედეგების გასაუქმებლად შეთქმულების მოწყობასა და კაპიტოლიუმზე შტურმში ტრამპის როლს გულისხმობს.


close დახურვა