logo
ENG



ომის 755-ე დღე უკრაინაში

19 მარ 202420:39
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო პარტნიორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ. გერმანიის რამშტაინის ავიაბაზაზე თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მეოცე სხდომა გაიმართა. 10-მდე ქვეყანა უერთდება ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის შეგროვებას ითვალისწინებს. რამშტაინის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში ახალი დახმარების პაკეტის შესახებ მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმაც გამოაცხადა.

 


close დახურვა