logo
ENG



უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები 23 აპრილს შეხვედრას გამართავენ

21 აპრ 202521:49
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/21/uxjwkw67qq78voj.jpg

უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ.

ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერთან კირ სტარმერთან "კარგი და დეტალური" სატელეფონო საუბარი გამართა.

"უკვე ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ – მზად ვართ მაქსიმალურად კონტრუქციულად ვიმუშაოთ, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი რეალურ და მყარ მშვიდობას", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. 

"ამ აღდგომამ ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის ქმედებებია ის, რაც ომს ახანგრძლივებს", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა