logo
ENG



NGO-ები ვეტინგზე: თემა ვერ დაიხურება, ხალხის დაკვეთა სასამართლოს გაჯანსაღება, EU-ის წევრობაა

20 მარ 202413:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/20/aq31gaqaynh8hw8.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეტინგთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრების განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ "სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი".

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოხსნა თავად ხელისუფლებისა და მოსამართლეების ინტერესში უნდა იყოს.

NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება.

"ვროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადამოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების საკითხი.

დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს. ასევე, საგულისხმოა, რომ რამდენიმე გავლენიანი მოსამართლე სანქცირებულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

ვფიქრობთ, პირველ რიგში, ხელისუფლების და თავად მოსამართლეების ინტერესი უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვის მოხსნა, რომლებიც მართლმსაჯულების პრობლემებსა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას ეხება. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს.

წამყვან პოზიციებზე დანიშნული მოსამართლეების და კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის მიზანი მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და ევროკავშირში გაწევრებაა. შესაბამისად, ხელისუფლება ამ საკითხის დახურვით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს.

სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შემოწმება საზოგადოებისთვის ვერ დაკარგავს აქტუალობას იქამდე, ვიდრე არ მიიღწევა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. სასამართლოს გუშაგი (Court Watch)

  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

  3. დემოკრატიის მცველები

  4. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

  5. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)

  6. სამოქალაქო იდეა

  7. ეკო ცენტრი

  8. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

  9. პრევენცია პროგრესისთვის (PFP)

  10. ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“

  11. შშმ ქალთა ალიანსი

  12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

  13. მედიაომბუდსმენი

  14. ქალი და განვითარება

  15. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

  16. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)

  17. საორსა

  18. ფენიქსი 2009

  19. ადამიანის უფლებათა ცენტრი

  20. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

  21. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

  22. კანონის უზენაესობის ცენტრი

  23. შავი ზღვის ეკო-აკადემია (BSEA)

  24. მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები”

  25. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)

  26. არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“

  27. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა

  28. მრავალეროვანი საქართველო

  29. საფარი

  30. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო

  31. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“

  32. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია

  33. პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“

  34. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

  35. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი

  36. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

  37. საუნჯე

  38. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი

  39. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise

  40. ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა

  41. სოფელ კახათის სათემო განათლების და გაძლიერების ცენტრი

  42. ღია სივრცე კავკასია (COS)

  43. ნეოგენი

  44. სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი

  45. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Mestia)

  46. უფლებები საქართველო

  47. მწვანე ალტერნატივა

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.

ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.

ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.

ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი ქართულ ოცნებაში "დახურულად" გამოაცხადეს. პრემიერინისტრი ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ის "არაკონსტიტუციურია".


close დახურვა