logo
ENG



ქართული მენიუსა და მომსახურების არქონის გამო ბათუმში რამდენიმე კვების ობიექტი დააჯარიმეს

21 მარ 202414:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/21/jhn3u8ns53ua5td.jpg

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ქართული მენიუსა და მომსახურების არქონის გამო ბათუმში 6 კვების ობიექტი დააჯარიმა. კერძოდ, როგორც განცხადებაში წერია, რომ მოვაჭრეებმა მათზე დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულეს. 

"საკითხი ეხება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად,  მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა", - ნათქვამია განცხადებაში. 

მონიტორინგის შედეგად, კი დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. ჯარიმა დაუწესდათ შემდეგ ობიექტებს:

  • ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი;
  • შპს დარიას - 1 088.27 ლარი;
  • ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი;
  • ი/მ ალეკსანდრ ვასილევის - 600 ლარი;
  • შპს ინვესტ ინ ჯორჯიას - 1 789.22 ლარი;
  • შპს ჰარვიდენტი - 600 ლარი. 

ფორმულას ინფორმაციით, დაჯარიმებულებს შორის რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც ინვესტ ინ ჯორჯიას მფლობელია. ფორმულა მომღერალთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. 

სააგენტოში ხაზს უსვამენ, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებას მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ, კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

 

 

 

close დახურვა