logo
ENG



შსს: ცოლის გარდა, ახმეტაში კაცმა ქალის არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა

21 მარ 202414:41
3 წუთის საკითხავი
clock 399

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ კაცმა ცოლის გარდა, ქალის არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი - 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცი დაკავებულია. 

"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში. 


close დახურვა