logo
ENG



ტექინსპექტირების თანამშრომელი თანხას იღებდა, დასკვნას აყალბებდა - პასუხისგებაში 2 პირი მიეცა

22 მარ 202411:12
3 წუთის საკითხავი
clock 303
2024/03/22/lirw2c1g8g5fnae.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 2 პირი მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა თბილისში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მოქალაქეს მოსთხოვეს გარკვეული თანხა, რის სანაცვლოდაც ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაიცა ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.


close დახურვა