logo
ENG



ფეხბურთის მატჩის გამო, 26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00-მდე იმუშავებს

22 მარ 202418:06
3 წუთის საკითხავი
clock 1648
2024/03/22/47y0k4b9xdvkor8.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 26 მარტს თბილისში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00 საათამდე იმუშავებს.

კალაძის თქმით, რესპუბლიკის მოედანზე 26 მარტსაც დამონტაჟდება ეკრანი და გულშემატკივრებს შეეძლებათ, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩს უყურონ.

"ამჯერადაც, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ისევ გავაკეთებთ სპეციალურ სივრცეს ქომაგებისთვის. ღია ცის ქვეშ იქნება დიდი ეკრანი. საღამოს, 19:00 საათიდან ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ. გავამხნეოთ, მხარი დავუჭიროთ ბიჭებს. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ. ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა დინამო არენაზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს", - თქვა კალაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია. 

26 მარტს, დინამო არენაზე საქართველო ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა.


close დახურვა