logo
ENG



ენგურჰესის დირექტორის თქმით, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს

22 მარ 202419:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/22/s99ly46gmt0kubq.jpg

ენგურჰესის დირექტორის, ლევან მებონიას თქმით, რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს.

9 მარტს, აფხაზურმა Telegram არხმა RESPUBLICA- გალში გადაღებული ტვირთის ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოცემა წერდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მონაწილეობით "საიდუმლო ოპერაცია" განხორციელდა.

მებონიას მტკიცებით, ტრანსფორმატორი აფხაზეთში გადაიტანეს და ერთ-ერთ ქვესადგურზე 2017 წელს დაამონტაჟეს, ახლა კი კონსტრუქცია დაშალეს და წყალტუბოში ახალ ქვესადგურზე დასამონტაჟებლად გადაიტანეს. 

20 მარტს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) საკონტაქტო პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გასულ კვირას გალის რეგიონში, ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ.


close დახურვა