ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რომან დარსალია აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთების გამო დააკავეს.
მათი ინფორმაციით, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულმა მოქალაქემ უკრაინელ ბლოგერთან პირდაპირ ეთერში საუბრისას აფხაზი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.
საუბრის დროს რომან დარსალიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ომის დროს აფხაზებმა "ქართველების გენოციდი მოაწყვეს".
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ინფორმაციით, ამჟამად მოქალაქე დარსალიას მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი შემოწმების ღონისძიებები.
