logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც ჭიათურაში მეწარმეს სისტემატურად სძალავდა ფულს

26 მარ 202418:00
3 წუთის საკითხავი
clock 309
2024/03/26/v5ray1u87yqkbpd.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს - შ..-ს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტის თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ შ..-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა", - აცხადებენ შსს-ში. 

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა