logo
ENG



ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

29 მარ 202417:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/lj93oxasg52txzy.jpg

ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა.

ერთ-ერთი Telegram არხი იმ მანქანის ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომლითაც, სავარაუდოდ, შაქრო კალაშოვმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტერიტორია დატოვა.

13 მარტს, კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ შაქრო კალაშოვი, იგივე შაქრო "მალადოი" ვადაზე ადრე გაათავისუფლა. ის გამოძალვისთვის გაასამართლეს. არსებული ინფორმაციით, კალაშოვმა ვადაზე ადრე გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვა.

შაქრო კალაშოვი ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. 2018 წელს რუსეთში კალაშოვს თითქმის ათი წელი მიუსაჯეს გამოძალვის ორი ეპიზოდისთვის: მოსკოვში რვა მილიონი რუბლის გამოძალვა კაფე Elements-ის მფლობელისგან და 10 მილიონი რუბლის გამოძალვა "ნორდნეფტეგაზის" გენერალური დირექტორისგან.


close დახურვა