![2024/03/29/xqiyakjbqpinv63.jpg](/uploads_script3/articles/2024/03/29/xqiyakjbqpinv63.jpg)
9 მაისს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, მათი შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის ლიდერები, სავარაუდოდ, ისრაელი-ჰამასის ომს, ასევე თურქეთის მიერ შეერთებული შტატებისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის საკითხს განიხილავენ.