logo
ENG



მილერი "ჰავანის სინდრომზე": აშშ შეშფოთებულია რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებებით

02 აპრ 202412:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/8gn4fxt3efq9cwy.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი The Insider, 60 minutes და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ დეტალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის დეტაბილიზაციური ქმედებებით მთელს რეგიონში.

მტკიცებულებების თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ცნობილი, როგორც ჰავანის სინდრომი, შესაძლოა, რუსეთის  მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნას გამოწვეული. 

"არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ ანგარიშებზე. როგორც ვთქვი, ჩვენ პრაქტიკად ვაქციეთ, რომ ეს არ გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ აშკარად შეშფოთებულები ვართ რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებებით მთელს რეგიონში", - აღნიშნა მან.

მსოფლიოს სამმა გავლენიანმა გამოცემამ გამოძიების შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. გამოცემა The Insider პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ აკუსტიკურ იარაღს იყენებდა. შემთხვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება. გამოცემის თანახმად, სამიზნე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლი გახდა. 


close დახურვა