logo
ENG



პარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმებას I მოსმენით მხარი დაუჭირა

03 აპრ 202416:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/03/pp6qgtj9ch507ii.jpg

82 მომხრე, 15 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

არსებული ნორმით, პარტიები ვალდებულნი არიან, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. კანონპროექტი კი ამ ვალდებულებას აუქმებს.

გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა, მათ კი ქართული ოცნება უჭერს მხარს, რომელმაც თავის დროზე ეს კანონპროექტი მიიღო. 

საარჩევნო სიებში გენდერული კვოტები 2020 წელს მიიღეს, როგორც დროებითი ზომა. გასული წლის თებერვალში კი პარლამენტმა გენდერული კვოტების ვადა გაახანგრძლივა და მას 2032 წლის ჩათვლით უნდა ემოქმედა. ამასთან დაკონკრეტდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის კი – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციური პარტიები. ქალი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკიდან ქალების განდევნისთვის კეთდება.

გირჩის ინიციატივას არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორშიც. 


close დახურვა