logo
ENG



პროკურატურამ ზურა მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა

03 აპრ 202421:50
3 წუთის საკითხავი
clock 1040
2024/04/03/5elfg48f8stbkdi.jpg

ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერს, ზურა მახარაძეს და მათ კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა. 

საქმე 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ ძალადობას ეხება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე გ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა