პარლამენტმა პროპორციულ სიაში სავალდებული გენდერულიი კვოტირება გააუქმა. ინიციატივას 85 მომხრე და 22 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
არსებული ნორმით, პარტიები ვალდებულნი არიან, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. ახალი კანონი კი ამ ვალდებულებას აუქმებს.
გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა, მათ კი ქართული ოცნება უჭერს მხარს, რომელმაც თავის დროზე ეს კანონპროექტი მიიღო.
საარჩევნო სიებში გენდერული კვოტები 2020 წელს მიიღეს, როგორც დროებითი ზომა. გასული წლის თებერვალში კი პარლამენტმა გენდერული კვოტების ვადა გაახანგრძლივა და მას 2032 წლის ჩათვლით უნდა ემოქმედა. ამასთან დაკონკრეტდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის კი – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.
კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციური პარტიები. ქალი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკიდან ქალების განდევნისთვის კეთდება.
გირჩის ინიციატივას არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორშიც.