logo
ENG



POG: დედა 16 წლის შვილის თავისი ნების საწინააღმდეგოდ ქორწინებას აიძულებდა

04 აპრ 202420:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/l85ircvr6venej4.jpg

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ქალს, რომელიც 16 წლის შვილს მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა.

კერძოდ, განცხადების მიხედვით, ბრალდებული თვლიდა, რომ თავისი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არც არჩევანის გაკეთების უფლება გააჩნდა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ქალს თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4 წლამდე ვადით ემუქრება.


close დახურვა