logo
ENG



სასამართლომ მახარაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

04 აპრ 202423:01
3 წუთის საკითხავი
clock 403
2024/04/04/78ebg0c4a4x6cg1.jpg

ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრს, ზურა მახარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაოს გადახდის ვადა 20 დღე განისაზღვრა. 

3 აპრილს ზურა მახარაძეს და პრორუსული მოძრაობის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ გოგიასაც 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. 

საქმე 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ ძალადობას ეხება. პროკურატურაში ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სასამართლოს შემდეგ მახარაძემ განაცხადა, რომ მათ მიმართ "შერჩევითი სამართალი" ხორციელდება და რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.


close დახურვა