logo
ENG



ბაიდენი ირანს აფრთხილებს, ისრაელს თავს არ დაესხას

13 აპრ 202410:43
3 წუთის საკითხავი
clock 275
2024/04/13/5k64tko6emvpkka.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანი გააფრთხილა, ისრაელს თავს არ დაესხას. თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ბაიდენმა თქვა, რომ არ გაამჟღავნებს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა აღნიშნა, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე შეიძლება "უფრო ადრე განხორციელდეს, ვიდრე გვიან".

ჟურნალისტების კითხვაზე და ირანისთვის გზავნილზე ბაიდენმა უბრალოდ თქვა:

"არ გინდა".

"ჩვენ ისრაელის თავდაცვის ერთგულნი ვართ. მხარს დავუჭერთ ისრაელს. დავეხმარებით ისრაელის დაცვას და ირანის ამას ვერ შეძლებს", - დაამატა ბაიდენმა.

პარასკევს ისრაელი ირანის ან მასთან დაკავშირებული ძალებისგან თავდასხმისთვის მოემზადა, რადგანაც დამასკში ირანის საკონსულოზე იერიშის შემდეგ მუქარები გაძლიერდა.

ირანის საკონსულოზე იერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მეთაური და კიდევ ექვსი ოფიცერი მოკლეს. ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ "ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება".


close დახურვა