logo
ENG



თბილისში ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ

15 აპრ 202513:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/15/0290hz60wyibpvh.png

თბილისში, მეორე დღეა, ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

მათი ინფორმაციით, ბავშვები 31-ე საჯარო სკოლიდან გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.

"გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი (ილიას კლასელი) - 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი. სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და დაუყონებლივ დამიკავშირდით," - წერს ახლობელი.

"თეკლა დაიკარგა. თუ სადმე ნახეთ მომწერეთ გთხოვთ", - წერს მეორე დაკარგული ბავშვის ახლობელი.


close დახურვა