logo
ENG



უკრაინის სახმელეთო ჯარები: მტერი აქტიურად გვიტევს ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით

13 აპრ 202415:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/13/0kkodp469mejrfy.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსული ძალები აქტიურად უტევენ ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებს.

სირსკის თქმით, ბოლო პერიოდში, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება საგრძნობლად გაუარესდა.

"აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება ბოლო დროს საგრძნობლად გაუარესდა. ეს გამოწვეულია მტრის შეტევითი მოქმედებების მნიშვნელოვანი გააქტიურებით რუსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

მტერი აქტიურად უტევს ჩვენს პოზიციებს ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. ისინი ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი თავდაცვა ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანების გამოყენებით", - ამბობს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური.


close დახურვა