logo
ENG



ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

14 აპრ 202411:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/14/wobt3c23xxdbm1v.jpeg

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

"შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:

+972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813;

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - წერია საელჩოს განცხადებაში.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო

 

 


close დახურვა